

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, თემურ თაბუკაშვილი რამდენიმე დღის წინ პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. ის ამ სამსახურის უფროსად 2017 წლის 3 იანვარს დაინიშნა.
2019 წლის ივნისში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა.
თანამდებობის დატოვება ხომ არ უკავშირდება ხარაგაულის მერის გადადგომას, ამის გარკვევას თავად თემურ თაბუკაშვილთან შევეცადეთ, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დახურული კონკურსი უნდა გამოცხადდეს.
ამჟამად ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი პეტრე შარიქაძე ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს თანამდებობა მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა დატოვა.
ნინო კაპანაძე
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში