ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.
ანგარიშში, რომელიც 3 ივნისის სხდომაზე სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა წარადგინა, აღნიშნულია, რომ დღემდე დაუსრულებელია:
2017 წელს განსახორციელებელი პროექტები – დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია, არხების გაწმენდა და ლახუნდარაში ეკლესიის უბნის გზის მობეტონება;
2017 წლის ოქტომბერში სტიქიით დაზიანებული 26 ობიექტიდან 9 ობიექტის რეაბილიტაცია;
2018 წელს განსახორციელებელი 31 პროექტიდან – 24 პროექტი.
ხარაგაულის საკრებულოს წევრები მალხაზ ფხალაძე, ვარლამ ჭიპაშვილი, პაატა გოგოლაძე, დოდო ხაჩიძე, ზურაბ ხაჩიძე, ლენა აბაშიძე, ია პაქსაშვილი, იულონ კოპაძე, ქეთევან ზუმბაძე, ვლადიმერ ტალახაძე, ვახტანგ ტალახაძე, აკაკი ლურსმანაშვილი, ოთარ ლურსმანაშვილი, ნონა ზურაბიანი, ჯამბულ გამცემლიძე უკმაყოფილებას გამოთქვამენ 2017-2018 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაუსრულებლობის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული პროექტების მიმდინარეობისა და სკოლების სარეაბილიტაციო თანხების ათვისების დაბალი ტემპის გამო.
დეპუტატები ამბობენ, რომ მერიის მიერ პრიორიტეტების განსაზღვრისას საკრებულოს ჩართულობა არასაკმარისია; პროექტების შესრულების გადავადებისთვის ნალექი მყარი საფუძველი არ არის; კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის გაფართოებისთვის სათანადოდ არ იზრუნა.
საკრებულოს ფრაქცია – „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ითხოვს, რომ საკრებულომ გამოიყენოს უფლებამოსილება და სახელმწიფო აუდიტი მოიწვიოს, რათა რეალურად გამოჩნდეს პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მათი დაძლევის გზები.
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი ამბობს, რომ პროექტების შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. ის მიიჩნევს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საკრებულომ და მერიამ ერთად უნდა იმუშაონ. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს შესაბამისი კომისიიდან ერთი წლის განმავლობაში არანაირი რეკომენდაცია არ მიუღია, თუ რა გზები უნდა დაესახა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე ხარაგაულში ინფასტრუქტურული პროექტების შესრულებაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ პროექტების შეუსრულებლობა არაკეთილსინდისიერი მეწარმეების ბრალია.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულში გზების მშენებელ კომპანიებს – შპს „საპოვნელა+,“ ამხანაგობა „ნიუ გრუპი“, შპს „ჭედა 2012“, შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“, შპს „ბორი-85“ – ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები დაეკისრათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შპს „რეკონსტრუქცია XXI“-სა და შპს „ბილდინგ დეველოპმენდ გრუპს“ ხელშეკრულებები შეუწყვიტა.
ხარაგაულის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2017 წელს სტიქიით დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია შემდეგმა გარემოებებმა შეაფერხა: მთავრობის განკარგულება თანხების გამოყოფის თაობაზე მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. სამუშაოების (დაზიანებული ხიდების, დაკიდული ხიდებისა და მილხიდების სარეაბილიტაციო პროექტების შექმნა) სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საპროექტო ორგანიზაციებმა ტენდერში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს და ტენდერში დროულად არ ჩაერთვნენ. ტენდერში გამარჯვებულ დამპროექტებელთან ხელშეკრულება 2018 წლის 9 მარტს გაფორმდა, ხოლო ექსპერტიზაგავლილი პროექტები დამპროექტებელმა მერიას 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი ამის შემდეგ გამოცხადდა, ზამთრის პირობებში მუშაობა გაძნელდა. ამ ეტაპზე სამუშაოები 9 ობიექტზე მიმდინარეობს.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის შესაფასებლად კენჭისყრაში დეპუტატებმა ქეთევან ზუმბაძემ, ნიკოლოზ მაღრაძემ, ვახტანგ ტალახაძემ და აკაკი მაჭავარიანმა მონაწილეობა არ მიიღეს. როგოც ზემოთაც აღვნიშნეთ, სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა 24-მა დეპუტატმა ამ სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი