

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
„14 აგვისტოს, პირადი განცხადების საფუძველზე, აფრასიონ ლურსმანაშვილმა პოსტი დატოვა, – ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი, – ამ თანამდებობაზე დახურული კონკურსი უნდა გამოცხადდეს, თუმცა როდის, ზუსტად ვერ გეტყვით.
ამჟამად ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ბანცაძე ასრულებს“.
რატომ დატოვა აფრასიონ ლურსმანაშვილმა თანამდებობა და ხომ უკავშირდება ეს ხარაგაულის მერის გადადგომას, ამის გარკვევას თავად მასთან შევეცადეთ. თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად აფრასიონ ლურსმანაშვილი 2018 წლის თებერვლიდან მუშაობდა.
2019 წლის პირველ ივლისს ამ სამსახურის საქმიანობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა.
ნინო კაპანაძე
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.