ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 3 ნოემბრის #238 ბრძანებით საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებთან შეხვედრის განრიგი დაამტკიცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 45 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 130-ე მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრა უნდა გაიმართოს მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, დილის 10 საათიდან 15 საათამდე.
ამომრჩევლებთან საკრებულოს წევრთა შეხვედრები მოეწყობა ადმინისტრაციული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში ან ღია ცის ქვეშ. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ საკრებულოს წევრებს ამომრჩევლებთან შესახვედრად საჭირო ფართით სარგებლობაში.
გთავაზობთ საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგს:
დაბა ხარაგაული – 10 ნოემბერი;
სარგვეში – 6 ნოემბერი;
ბაზალეთი – 27 ნოემბერი;
ღორეშა – 10 ნოემბერი;
ლაშე – 11 ნოემბერი;
საღანძილე – 14 ნოემბერი;
ფარცხნალი – 13 ნოემბერი;
ვახანი – 14 ნოემბერი;
ლეღვანი – 18 ნოემბერი;
მოლითი – 19 ნოემბერი;
ზვარე – 18 ნოემბერი;
წიფა – 23 ნოემბერი;
ბორითი – 7 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე;
ხუნევი – 25 ნოემბერი;
ხევი – 26 ნოემბერი;
ნადაბური – 17 ნოემბერი;
კიცხი – 25 ნოემბერი;
ვარძია – 2 დეკემბერი;
წყალაფორეთი – 3 დეკემბერი;
ხიდარი – 4 დეკემბერი.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი