

დეპუტატმა აკაკი მაჭავარიანმა კოლეგებს რამდენიმე საკითხით მიმართა: „ლაშესა და ფარცხნალში ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები, რომლებმაც შეიტანეს განცხადება გამგეობის შესაბამის კომისიაში. მათ მიანიჭეს მესამე კატეგორია, მაგრამ არ დაეხმარენ.
სოფელ ფარცხნალში წინა წლებში შევიტანეთ წყლის მილები. საჭირო იყო წყლის ავზი, რომელიც აქამდე ვერ მიიტანეს სოფელში. ფარცხნალში საუბნო გზა არის გასაკეთებელი. ფარცხნალში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საკრებულომ გამოყო თანხა კომპიუტერის შესაძენად, მაგრამ მას დღემდე არ მიუღია ტექნიკა. თუ შეიძლება ამ საკითხებზე მოვითხოვოთ რეაგირება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან,“ – მიმართა დეპუტატებს აკაკი მაჭავარიანმა.
გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ „სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომისიაში მიღებულია შვიდასზე მეტი განცხადება. პირველ რიგში დავეხმარეთ მათ, ვისაც პირველი კატეგორია მიეკუთვნათ. პირველი კატეგორიის ყველა დაზარალებული უკვე დაკმაყოფილდა. ამჟამად ვეხმარებით მეორე კატეგორიის მქონე დაზარალებულებს. უამრავ ოჯახს მიაკუთვნა კომისიამ მესამე კატეგორია. შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ ეტაპობრივად,“ – ამბობს პაატა გოგოლაძე.
ქეთევან ზუმბაძე დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება მომავალი წლიდან სტიქიით დაზარალებულებზე გამოყოფილი თანხის გაორმაგება.
პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, ზოგადაც სოციალურ პროგრამებზე 2015 წლისთვის თანხის გაზრდა იგეგმება, მაგრამ სტიქიით დაზარალებულებზე თანხის გაორმაგება, ჯერჯერობით, არ განგვიხილია. ეს სამსჯელო საკითხია.
საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შშმ პირებისთვის 2015 წლიდან უნდა ამოქმედდეს სპეციალური პროგრამა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან გაეწიოთ მინიმალური დახმარება, რათა მათ შეძლონ გარემოში ადაპტაცია. ფარცხნალელი პიროვნება აუცილებლად მიიღებს დაპირებულ კომპიუტერს უახლოეს მომავალში.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი