

ვახანის #48.09 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით 30 ოქტომბერს ჩატარდა.
კენჭს ორი კანდიდატი იყრიდა – გენადი არევაძე „თავისუფალი საქართველოდან“ და მერაბ ღონღაძე ბლოკიდან „ქართული ოცნება.“
732 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 265-მა (36,2%) ამომრჩეველმა მიიღო. 195 ხმა მიიღო მერაბ ღონღაძემ, 62 ხმა – გენადი არევაძემ. ბათილი აღმოჩნდა რვა ბიულეტენი.
2014 წლის 15 ივნისს საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა. ამით მათ თანადგომა გამოხატეს თანასოფლელებისადმი, რომლებიც ორი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის, საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ.
რამდენად შეიცვალა ვითარება მერაბ არევაძის გამოძიებასთან დაკავშირებით ამ სამ თვეში, – ამ საკითხზე კანდიდატები და ამომრჩევლები გვესაუბრებიან.
გენადი არევაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი: -მერაბ არევაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორც მაქვს ოჯახისგან ინფორმაცია, არავითარი წინსვლა არ არის. მათი ოჯახის წევრი, მერაბის ძმისშვილი დამკვირვებელია არჩევნებზე. ახლა თავად ოჯახის წევრები მონაწილეობენ არჩევნებში. მაშინ სოფელმა მოითხოვა, რომ არჩევნები არ ჩატარებულიყო, თავისთავად დავეთახმეთ სოფელს და მოვხსენით კანდიდატურები. დეპუტატი ჭირდება სოფელს.
მერაბ ღონღაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი: -რთულ შეკითხვას მისვამთ. პარლამენტარი, ბატონი ნოდარ ებანოიძე იმყოფებოდა პროკურორთან ერთად ვახანში და შეხვდა საზოგადოებას. პროკურორმა თქვა, რომ ამ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ. საზოგადოებამ ეს ამბავი იცის და ამიტომ არის აქტივობა არჩევნებზე.
გიორგი არევაძე, მერაბ არევაძის ძმისშვილი, დამკვირვებელი: -ჩვენმა ოჯახმა ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოვსულიყავით არჩევნებზე.
რამაზ არევაძე, ამომრჩეველი: -მერაბ არევაძის საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, წინსვლა არ არის. იმედია, რომ გამოიძიებენ. სოფელს სჭირდება დეპუტატი და გვინდა ადამიანი, რომელიც ჩვენს გასაჭირს მიიტანს საკრებულოში.
ინგა ინასარიძე, ამომრჩეველი: -როგორც ამბობენ, არის რაღაც წინსვლა, მაგრამ ზუსტად რა ხდება, არ ვიცი. ჩვენ მაშინ მერაბის ოჯახის წევრებს დავუდექით გვერდით. ახლა, რადგან თავად გადაწყვიტეს მონაწილეობა, ჩვენც მოვედით და დავაფიქსირეთ ჩვენი მოსაზრება. სოფელს ჭირდება დეპუტატი და ამიტომ ჩვენც ხმა მივეცით.
ლილი მანჯავიძე, ამომრჩეველი: -სამი თვის წინ, როგორც სოფლის პატრიოტები, დავეთანხმეთ პროტესტს. სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს სოფლის განვითარებას. მინდა, რომ ეს არჩევნები წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდეს.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი