

ვახანის #48.09 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება.
ვახანის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული – გენადი არევაძე „თავისუფალი საქართველოდან“ და მერაბ ღონღაძე ბლოკიდან „ქართული ოცნება.“
2014 წლის 15 ივნისს საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა. ამით მათ თანადგომა გამოხატეს თანასოფლელებისადმი, რომლებიც ორი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის დროს მოკლული რეინჯერის, მერაბ არევაძის, საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ.
ვახანის საარჩევნო უბანში 732 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
15 საათისთვის ვახანის საარჩევნო უბანზე ხმა 191-მა ამომჩეველმა მისცა.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის