ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელიც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად ხორციელდება გლობალური მიზნების შესაბამისად. 2019-2020 წლის კონკურსში 360 ეკოკლუბი იყო ჩართული. სასკოლო აქტივობები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
პანდემიის დროს სკოლებმა აქტიურობა ონლაინ რეჟიმში გააგრძელეს. კონკურსის ნახევარფინალში 150 სკოლა გადავიდა; იმერეთიდან – 36, ხოლო ხარაგაულიდან – 13 სკოლა. ნახევარფინალი 29 აგვისტოს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ეზოში გაიმართა. საკონკურსოდ თითოეულმა მონაწილე სკოლამ ეკოსპიკერის მიმართვა და პრეზენტაცია მოამზადა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ერთხელ თუ ჩაერთო სკოლა, შემდეგ თავს ვეღარ დააღწევს, რადგან თითოეული აქტივობა ბავშვის ასაკსა და ინტერესზეა მორგებული და პირველივე დღიდან შეყვარებას იწვევს.
სახელმწიფოში სანამ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო, აქტივობების განხორციელებაც ადვილი იყო. ჩვენ, სხვა სკოლების მსგავსად, დავდიოდით ლაშქრობა-ექსკურსიებზე, ვრგავდით ნერგებს, ვასუფთავებდით დანაგვიანებულ ადგილებს, ვატარებდით სოციალურ აქციებს, კვლევებს, აღვნიშნავდით მნიშვნელოვან თარიღებს და ვცდილობდით გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ჩვენი და თემის ცნობიერება აგვემაღლებინა.
პანდემიამ კონკურსს ბევრი სკოლის გუნდი გამოთიშა. ჩვენი ეკოკლუბი უფრო გაძლიერდა. მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი „ხარისხიანი განათლება“ აირჩია პრიორიტეტად და აქტივობებს ონლაინ რეჟიმში ახორციელებდა. ჩვენ ბევრი საინტერესო სტუმარი მოვიწვიეთ ზუმის პლათფორმით, აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ.
შეხვედრებზე დასწრების უფლება საქართველოს ყველა სკოლის ეკოკლუბს ჰქონდა. აგრეთვე ვესწრებოდით სხვების მიერ გამართულ ვებინარებს. ვიღებდით ფოტოებს ბუნებაში და შემდეგ ვადგენდით სახეობებს, ვთანამშრომლობდით სკოლებთან, ორგანიზაციებთან, ვატარებდით ტრენინგებს და ვუსმენდით სხვებს. პანდემიის პერიოდი ძალიან სასარგებლოდ გამოვიყენეთ. რამდენიმე შიდა კონკურსშიც გავიმარჯვეთ.
იმერეთის ნახევარფინალი ორ ტურად გაიმართა. პირველ ტურში სკოლებმა ჟიურის წინაშე ეკომიმართვები წარადგინეს. მეორე ტურში პრეზენტაციის უფლება ათმა სკოლამ მოიპოვა. პრეზენტაციას ხუთი წუთი ეთმობა და ეკოკლუბმა უნდა შეძლოს მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ საუბარი.
ძალიან ძნელია, სკოლის 440 აქტივობის შესახებ ხუთ წუთში ისაუბრო. რაღაც გავიწყდება, რაღაცის ადგილი აღარ არის და გული გწყდება. თუმცა პრეზენტაციის ბოლოს ჟიური გუნდს შეკითხვებს უსვამს და დანაკლისს ამითაც ავსებ.
ხარაგაულის 13 სკოლიდან პრეზენტაციის უფლება სამმა სკოლამ მოიპოვა. ხარაგაულის გიმნაზია წელს პირველად ჩაერთო კონკურსში, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა და მარიამ მანჯავიძემ „საუკეთესო პრეზენტატორის“ ტიტულიც მოიპოვა. კიცხისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლები ფინალში გავაგრძელებთ ბრძოლას. იმერეთიდან ფინალის საგზური შვიდმა სკოლამ მოიპოვა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი არის ყველაზე მდგრადი, მრავალფუნქციური, მრავალფეროვანი, საინტერესო და შედეგიანი კონკურსი, რომელშიც ყველა სკოლა უნდა ჩაერთოს, რომ გარემო უკეთესობისაკენ შეცვალოს და თავისი წვლილი შეიტანოს დედამიწის სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად. კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
თეა ტალახაძე
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი