ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ ხარაგაულში, უკვე მეშვიდე წელია, იმართება.
წელს ფესტივალი ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობით დაიწყო.
კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „უბისი“ ქორეოგრაფი და ფესტივალის დამფუძნებელი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ფესტივალის მიზანი ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაცია, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარებაა.
„ბავშვთა ქორეოგრაფული ანსამბლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ფუნქციონირებდა, – ფესტივალის დაფუძნების მიზანს იხსენებს ზაზა ლურსმანაშვილი, – გამიჩნდა ფესტივალის ჩატარების იდეა. ამით საკუთარ შესაძლებლობებს წამოაჩენდნენ ქართული ცეკვის დაუფლებით დაინტერესებული მოზარდები.“
ზაზა ლურსმანაშვილი ფესტივალს წარმატებულად რამდენიმე გარემოების გამო მიიჩნევს. მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ქორეოგრაფიული ანსამბლი და წრე მონაწილეობს.
მონაწილეთა რაოდენობა და ცეკვის ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. ქართული ხალხური ცეკვებისადმი მოზარდების დაინტერესება ძალიან დიდია, რასაც ფესტივალიც უწყობს ხელს.
„ბავშვი, რომელიც სიმღერასა და ცეკვას ეუფლება, არ შეიძლება ცუდი ადამიანი გაიზარდოს“ – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.
წლევანდელი ფესტივალი 18 ივნისს კულტურისა და დასვენების პარკში, ახალგარემონტებულ ესტრადაზე, გაიმართა.
მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს ხევის, ხუნევისა და უბისის სკოლების ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა (ქორეოგრაფი ანდრო ტაბატაძე) ცეკვებით „რაჭული“„მთიულური“, აჭარული“ და „რაჭული სახუმარო“.
მოლითის სკოლასთან მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა (ქორეოგრაფი მერაბი ტალახაძე) – ცეკვა „რაჭულით“ მოხიბლა მაყურებელი; მარელისის სკოლის ნორჩი მოცეკვავეებმა (ქორეოგრაფები ომარ ბარბაქაძე და ხათუნა ბეროზაშვილი) ცეკვებით – „ფარცა ქართულით“ და „სამაია“.
მაყურებელი მოიხიბლა ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „საუნჯე“ (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე) ცეკვებით „აფხაზური“ და „ფარცა“;
ზესტაფონის ხელოვნების სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლისგან „მწვერვალი“ (ხელმძღვანელები მამუკა გაჩეჩილაძე, ზურაბ კვანტრიშვილი) შესრულებული „აჭარულით“;
ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „როკვა“ (ხელმძღვანელი თემურ ბასილაძე) შესრულებული „მთიულურით“.
ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა სანიმუშო, სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „უბისი“ (ხელმძღვანელები ზაზა ლურსმანაშვილი, ელისო ლურსმანაშვილი) ცეკვები „ყაზბეგური“, „ალვანური“, „მთიულური“, „სვანური“ და „ქალ-ვაჟთა მთიური“ უჩვენეს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს.
ფესტივალს ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომლები მაია ბერაძე და დავით ჭყოიძე უძღვებოდნენ.
„სიყვარულის, საოცრების ზეიმი, ქართული ტრადიციის აღორძინება და გაგრძელება“ უწოდა ხარაგაულში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალს კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ.
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „როკვა“ ქორეოგრაფი თემურ ბასილაძე, რომელიც ფესიტივალის მონაწილეებს იმერეთის ქორეოგრაფიული საზოგადოების სახელით მიესალმა.
ტრადიციული ფესტივალის მომავალშიც გაგრძელების სურვილს გამოთქვამს ხარაგაულელი მაყურებელი მადონა შველიძე.
ფესტივალის ორგანიზატორებსა და საკუთარ პედაგოგებს მადლობას უხდიან მარელისისა და მოლითის სკოლების ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეები ნინო რობაქიძე და მარიამ კვინიკაძე.
წელს პირველად ჩაერთო ფესტივალში მოლითის სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი. მისი ქორეოგრაფი მერაბ ტალახაძე ამბობს, რომ კარგი გამოცდილება მიიღეს და მომავალში უკეთესად წარმოჩნდებიან.
ქორეოგრაფი ომარ ბარბაქაძე, ოცი წელია, რაც მოზარდებს ქართულ ხალხურ ცეკვას ასწავლის. ბატონი ომარი მიიჩნევს, რომ ხარაგაულში ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა და ამ ნიჭს სწორი მიმართულება სჭირდება.
ფესტივალში მონაწილე ანსამბლები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ.
ფესტივალის ორგანიზატორ ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ ერთ თვეში ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი