

ხევის საზოგადოებრივი ცენტრი, საბავშვო ბაღი და სოფლის ამბულატორია რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოექცა.
ახალი შენობების ასაგებად 2 250 კვმ მიწის ფართობი, 30 ათას ლარად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა კერძო პირისგან შეისყიდა.
ხევში საბავშვო ბაღისა და საზოგადობრივი ცენტრის მშენებლობისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 150 კვმ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.
ამ მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა 2020 წლის მაისში დაიწყო და უკვე დასრულდა.
რაც შეეხება ამბულატორიას, მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, მისი მშენებლობა აღნიშნული მიწის ნაკვეთის 100 კვმ-ზე იგეგმება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხევში საბავშვო ბაღის მშენებელი კომპანია მალე გამოვლინდება და მასთან ხელშეკრულება ამ თვის ბოლომდე გაფორმდება.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,