

ხევის საზოგადოებრივი ცენტრი, საბავშვო ბაღი და სოფლის ამბულატორია რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოექცა.
ახალი შენობების ასაგებად 2150 კვმ მიწის ფართობი, 30 ათას ლარად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა კერძო პირისგან შეისყიდა.
ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გელა კოპაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უკვე დაიწყო და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება საექიმო ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის აშენებაც. ეს შენობები ხევში საპატრულო პოლიციის შენობის უკან, მდინარის მეორე ნაპირზე, სოფლის ცენტრში აშენდება.
„ხევში, სადაც ამჟამად მაღაზიები და საბავშვო ბაღია განთავსებული, ავტობანიდან სოფელში გადასასვლელები მოეწყობა, – ამბობს გელა კოპაძე, – ის ადგილი, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი უნდა აშენდეს, ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ადვილად მისასვლელი იქნება. საზოგადოებრივი ცენტრიდან თავისი კუთვნილი ინვენტარი და ავეჯი იუსტიციის სამინისტრომ, ლიბერთი ბანკმა, კომპანია მაგთიმ და მუნიციპალიტეტმა წაიღეს. ჩემი ინფორმაცით, ყველაფერი აუქციონზე გაიყიდება, ხოლო ახალი შენობა ახალი ავეჯით აღიჭურვება“.
ნინო კაპანაძე

1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.