

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების დასაფინანსებლად 2014 წლის 9 თვეში განსაზღვრული იყო 1403,3 ათ. ლარი. ფაქტობრივად დაფინანსებულია 1396,1 ათ. ლარით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესანახი ხარჯები 2014 წლის ცხრა თვეში განსაზღვრული იყო 329,4 ათ. ლარით. ფაქტობრივად დაფინანსებულია 328,7 ათ. ლარით (99,8 %-ით). 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საკრებულოს ხარჯები გაზრდილია 34,6 ათ. ლარით (2013 წლის ცხრა თვეში საკრებულოს ხარჯებმა შეადგინა 294,1 ათ. ლარი). ხარჯების ზრდა ძირითადად გამოწვეულია შრომის ანაზღაურების ხარჯების გაზრდით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები 2014 წლის ცხრა თვეში განსაზღვრული იყო 1073,9 ათ. ლარით. ფაქტობრივად დახარჰულია 1067,4 ათ. ლარი (99,4 %).
2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები გაზრდილია 167,4 ათ. ლარით (2013 წლის ცხრა თვეში მუნიციპალიტეტის გამგეობაზე გაწეულია 900,0 ათ. ლარი). ხარჯების ზრდა ძირითადად გამოწვეულია საქონელი და მომსახურების ხარჯების (შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, ოფისის, ტრანსპორტის, წარმომადგენლობითი ხარჯები) და არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯების გაზრდით.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის