

მოქალაქე თეიმურაზ ფცქიალაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე საკრებულოს მიერ მიღებული იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც თვითმმართველობამ 5 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი ქონების მართვის სააგენტოს გადასცა. ეს ფართობი ამჟამად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაშია და იქ დამატებითი ჭაბურღილები უნდა მოეწყოს.
– სარჩელი დღეს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, – ამბობს საკრებულოს იურისტი ზაალ ორბელაძე, – მოსამართლემ სარჩელი დაუშვებლად ცნო, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოსარჩელე თეიმურაზ ფცქიალაძემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ზიანი მიადგა საკრებულოს განკარგულებით მის კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს.
რას გეგმავს თემურ ფცქიალაძე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, – ამის გასარკვევად მასთან დაკავშირებას შევეცადეთ. თუმცა, მას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს.
თეიმურაზ ფცქიალაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ის ასევე ხარაგაულის მერობის კანდიდატია მერის შუალედურ არჩევნებში.
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ კატერინში,
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების