

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში განისაზღვრა 6765,9 ათ. ლარით. ფაქტობრივად მიღებულია 6837,5 ათ. ლარის შემოსულობები, რაც გასული 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 2313,5 ათ. ლარით აღემატება (2013 წლის ცხრა თვეში მიღებულია 4524,0 ათ. ლარის შემოსულობები). 2014 წლის შემოსულობების ცხრა თვის გეგმა შესრულებულია 101,1 პროცენტით და გეგმის ზევით მობილიზებულია 71,6 ათ. ლარი.
შემოსულობების წლიური გეგმა დამტკიცებული ბიუჯეტით განისაზღვრებოდა 5504.1 ათ. ლარით, განვლილ ცხრა თვეში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შემოსულობების გეგმა გაიზარდა 3274,1 ათ. ლარით და განისაზღვრა 8778,2 ათასი ლარით (ზრდა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან 3144,1 ათ. ლარით და საკუთარი შემოსულობებიდან 130,0 ათ. ლარით). საკუთარი შემოსულობების წლიური გეგმა განსაზღვრული იყო 1190,0 ათ. ლარით, ფაქტობრივად მობილიზებულია 1238,9 ათ. ლარი, ანუ წლიურ გეგმასთან შედარებით უკვე მიღებულია 48,9 ათ. ლარით მეტი.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი