დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში – „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ მონაწილე ხარაგაულელი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

პროექტი 2020 წლის თებერვალში დაიწყო. პირველ ეტაპზე გადამზადნენ მონაწილე პედაგოგები, რომლებმაც სკოლებში, მოსწავლეთა მონაწილეობით, დებატკლუბები ჩამოაყალიბეს. ხარაგაულიდან პროექტში ხუთი სკოლა ჩაერთო.

კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ონლაინ რეჟიმში გრძელდებოდა. მოსწავლეებმა მოამზადეს ოთხწუთიანი ვიდეო რგოლები სხვადასხვა თემებზე. განხორციელდა  ექვსი საჯარო დებატი ევროინტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე.

პროექტში – „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ საქართველოს მასშტაბით 222 მოსწავლე ჩაერთო. გამოვლინდა პროექტში მონაწილეთა საუკეთესო ათეული. ხარაგაულიდან ათეულის წევრები გახდნენ ხარაგაულის #3 სკოლის მოსწავლე ანა კვინიკაძე და ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლე გვანცა ყრუაშვილი. მოსწავლეები საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ:

  • მარიამ რიკაძე (ბორითის სკოლა);
  • ნინო ყიფიანი ( მარელისის სკოლა);
  • ინოლა ღონღაძე (ვერტყვიჭალის სკოლა);

სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდნენ:

  • ყველაზე აკადემიური მომხსენებელი – ლუკა ცისკაძე (მარელისის სკოლა);
  • ყველაზე ინტელექტუალი მომხსენებელი – გურამ ლურსმანაშვილი (ხარაგაულის #3 სკოლა);
  • საკითხის შესახებ ყველაზე სიღრმისეული მომხსენებელი – ანი მეიფარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა);
  • საუკეთესო მასალების წარმდგენი – მარიამ რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა);
  • „როგორ ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში“ საუკეთესო ვიდეოს ავტორი, პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე – ნია იჩქიტიძე (ხარაგაულის #3 სკოლა).

პროექტის ორგანიზატორების მიერ პროექტში ჩართული პედაგოგები სერტიფიკატებითა და „თბილისი მოლის“ სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ხარაგაულში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე, პროექტების კოორდინატორი სოფიო ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე,  ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში დაჯილდოებულ მოსწავლეებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო შემეცნებით-გასართობი აქტივობით დააჯილდოებს.

პროექტს „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“, „კონრად-ადენაუერის ფონდის“, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.