

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმული ნისლის გაშვებას ხელი წვიმამ შეუშალა.
გუშინ, 10 აგვისტოს, ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი თერმული ნისლი ხარაგაულში ოთხი თემის 15 სოფელში უნდა გაეშვათ.
„წვიმა წამლობას ხელს უშლის. შესაწამლად საჭირო ნივთიერება ბუნებაში აირად მდგომარეობაში უნდა გავრცელდეს, – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ნინო სახვაძე, – როცა ფოთლები და მიწა სველია, მას ეფექტი არ ექნება. ნივთიერება მავნებელს არ მოკლავს და შედეგიც არ იქნება. შეწამვლითი სამუშაოების ჩასატარებლად მშრალი ამინდი აუცილებელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილი თერმული ნისლის გაშვება უახლოეს პერიოდში ჩატარდება. ინფორმაცია ადგილმდებარეობებისა და განრიგის შესახებ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე farosana.ge 24 საათით ადრე გამოქვეყნდება.
თამარ ჩხიკვაძე
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს