დღეს ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება დაგეგმილია ლეღვანის თემის სოფლებში: ლეღვანში, დიდვაკეში, მარელისში, პატარა სახვლარში; საღანძილის თემის სოფლებში: საღანძილეში, ვანში, ზარანში, სხლითში, ჩხერში, ჯაფაროულში; ღორეშაში, წყალაფორეთის თემის სოფლებში: ლახუნდარაში, პატარა ვარძიაში, ჩალხაეთსა და ხონში.
შეწამვლითი სამუშაოები დღეს, 10 აგვისტოს, საღამოს 10:00 საათზე დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის განმარტებით, თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია.
„შეწამვლის დროს, 20 წუთის განმავლობაში თერმული ნისლი გარემოშია. ამ დროს უმჯობესია, მოსახლეობამ კარ-ფანჯარა დაკეტოს და სახლში იმყოფებოდნენ. თერმული ნისლის გაშვებიდან 20-30 წუთის შემდეგ ის განიავდება და ადამიანებს საქმიანობის გაგრძელება ჩვეულებრივ რიტმში შეუძლიათ“, – ამბობს ნინო სახვაძე.
მისივე განმარტებით, შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. იმ მოსახლეებთან, რომელთაც საფუტკრე მეურნეობა აქვთ, თერმული ნისლის აგრეგატს გამორთავენ.
შეწამვლითი სამუშაოებისას ლეღვანის თემის სოფლებში 2, საღანძილის თემის სოფლებში – 4, წყალაფორეთის თემის სოფლებში – 6 და ღორეშაში 3 ავტომანქანა იმუშავებს.
ნინო სახვაძის თქმით, ამ პერიოდში ფაროსანას პირველი თაობა იჩეკება და შესაბამისად, რაც უფრო მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლები იქნება შემოდგომაზე მავნებლის გავრცელება.
თუ როდის და სად ჩატარდება ფაროსანას წინააღმდეგ სამომავლოდ თერმული ნისლის გაშვება, დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება farosana.ge-ზე 24 საათით ადრე შეუძლიათ.
თამარ ჩხიკვაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი