
ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს, 7 აგვისტოს, ისტორიასა და ქიმიაში გამოქვეყნდა.
საკუთარი ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.00 ქულაზე) მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 75. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (18.75 ქულაზე) მეტი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდების შედეგები მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო