ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში მორიგი ცვლილება შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თქმით, მთავრობის განკარგულებასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ საშტატო ნუსხა.

გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, 38 შტატიდან მთავარ სპეციალისტად დარჩა ოცდაერთი, ცხრა გახდა წამყვანი სპეციალისტი, ხუთი – უფროსი სპეციალისტი და სამი სპეციალისტი.

ადმინისტრაციულ სამსახურში დარჩა ექვსი მთავარი, ორი წამყვანი და ერთი უფროსი სპეციალისტი; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში – 2-2 მთავარი და წამყვანი და ერთი უფროსი სპეციალისტი; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს – ერთი მთავარი და ორი სპეციალისტი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს – თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები;  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს – თითო-თითო მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში – ოთხი მთავარი სპეციალისტი; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს – 3 მთავარი და თითო-თითო წამყვანი და უფროსი სპეციალისტები; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს – ოთხი მთავარი სპეციალისტი და თითო-თითო წამყვანი და უფროსი სპეციალისტები; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს – თითო-თითო მთავარი და წამყვანი სპეციალისტები;

მათი თანამდებობრივი სარგოები ასეთია: მთავარი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურებაა – 560 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 540 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 520 ლარი, სპეციალისტის – 500 ლარი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში – 3 წამყვანი, 11 უფროსი და 13 სპეციალისტია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურებაა – 460 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 450 ლარი, სპეციალისტის – 380 ლარი.