

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის მე-3 ეტაპს აცხადებენ.
საგრანტო ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.
პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას. ამ საგრანტო ციკლში პრიორიტეტი მიენიჭება ტრაქტორის შესაძენად შესულ საგრანტო განაცხადებს.
პროექტი ორი საგრანტო კატეგორიას მოიცავს, რომელიც საქართველოს კონრკეტულ რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეებს დააფინანსებს. თუმცა კონკურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივის თანადაფინანსებასაც.
გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60%-ის თანადაფინანსება.
განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდება. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიღება მოცემულ ბმულზე არის შესაძლებელი.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური