მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატს, პაატა კვიჟინაძეს ხარაგაულში პარტიის მხარდამჭერებთან და საჯარო მოხელეებთან დახურული შეხვედრის შემდეგ შევხვდით.
დავინტერესდით, რა გეგმა აქვს ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების გასაძლიერებლად და რას ჰპირდება ამომრჩევლებს.
– მთავარია, რომ ქვეყანაში ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდოს, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას და მატერიალური დოვლათი დაგროვდეს.
2019 წელს ამ კუთხით კარგი შედეგები გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი შეიცვალა.
პარლამენტში ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, რომ ხარაგაულში რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. მეტი თანხა უნდა მივიღოთ ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ყველა სოფელში მოეწყოს გზა, წყალმომარაგების სისტემა. ამ პროექტებზე რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი უნდა დასაქმდეს. ეკონომიკური ზრდა შეუქცევადი უნდა გახდეს.
დაპირებების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ერთს გპირდებით, – არჩეული მერისა და საკრებულოს საქმიანობაში არ ჩავერევი. გამორიცხულია ჩემგან კონფლიქტები. გავაკეთებ ყველაფერს, რომ გვერდით დავუდგე მუნიციპალიტეტს, რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტი განხორციელდეს და მეტი საწარმო ამოქმედდეს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი