
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.
ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი;
სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 5 შემთხვევა;
პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5 ფაქტი;
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2 ფაქტი;
სოციალური დამხარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2 შემთხვევა;
ასევე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის, ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის თითო-თითო ფაქტი.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ტენდენციის სახით გამოკვეთილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა.
ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების „ლელო საქართველოსთვის” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო