ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ექვსი თვის გეგმა სანახევროდ შესრულდა.
ბიუჯეტის შემოსულობები, ნაცვლად 8 341, 4 ათასი ლარისა, 4 897,4 ათასი ლარით შესრულდა, გადასახდელები 11 885,2 ათასი ლარის ნაცვლად 5 684,1 ათასი ლარით დაფინანსდა.
ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ „შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება. რაც შეეხება ხარჯებს, მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა სახელმწიფო ფონდებიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხები“.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის მიზეზად მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არადროულ რეაგირებას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მდგომარეობის შესაცვლელად პასუხისმგებლიანი ადამიანები გვჭირდება.
მდგომარეობის გამოსწორებას არ ელოდებიან ხარაგაულის საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან.
უკეთესობისკენ ცვლილების იმედი არც მოსახლეობას აქვს, რადგან სოფლებში გზების, ხიდ-ბოგირებისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა ძალიან დაგვიანდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 13 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგა. ერთი წლით ადრე, 2019 წლის 8 მაისს კი დაკავებული პოსტი, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილემ დატოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია დღეს, 3 აგვისტოს, სხდომაზე ცნობად მიიღო.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი