მორიგი საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა 13 ოქტომბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
ცვლილებები დეპუტატებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

მოხსენებითი ბარათის თანახმად, ცვლილება შევიდა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მთავრობის განკარგულებაში. ტენდერებით მიღებული ეკონომიით შესაძლებელია ახლად აშენებული ბაღებისათვის ინვენტარის შესაძენად 64 823 ლარის გამოყოფა.

საბოლოოდ, აღნიშნული განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 1 960,9 ათ. ლარიდან  69,0 ათ.  ლარი მიმართულია საპროექტო დოკუმენტაციისა და საპროექტო მომსახურეობის  შესასყიდად,  1177,7 ათ. ლარი გზების მოასფალტებაზე (მოასფალტდა კიცხი-ხიდარი, ვარძია-წყალაფორეთი, ხარაგაული-ფარცხნალის გზების მონაკვეთები); 421. 5 ათ. ლარი ბაღების მშენებლობაზე და რეაბილიტაციაზე (ბაღები შენდება სოფელ ხიდარსა და წყალაფორეთში, რეაბილიტაცია გაუკეთდა ბორითის საბავშვო ბაღს); 64,8 ათასი ლარი საბავშვო ბაღებისათვის ინვენტარის შეძენაზე; 57,8 ათ. ლარი ხარაგაული-საქარიქედის 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის, ისლარი-ფარცხნალის 1 კილომეტრიანი გზისა და ბორითი-მაქათუბნის გზაზე გარე განათების მოსაწყობად;

140.0  ათ. ლარი 10 კბმ ტევადობის ჰიდრავლიკური წნეხით ნაგავმზიდის შესაძენად.

30.0 ათ. ლარი ხუთასი ლიტრი ტევადობის 50 ცალი ნაგვის კონტეინერის შესაძენად;

გარდა ამისა, „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 770 163 ლარის გადანაწილებაში ობიექტური მიზეზების გამო კვლავ მოხდა ცვლილებები და საბოლოოდ 770,2 ათასი ლარი გადანაწილდება შემდეგნაირად:

  1. გზების რეაბილიტაცია – 253,3 ათასი ლარი;
  2. ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები – 13,0 ათასი ლარი;
  3. ტრაქტორები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები, სპეც. ტექნიკა – 20,8 ათ. ლარი;
  4. სანიაღვრე არხის მოწყობა – 19,9 ათასი ლარი;
  5. საკანალიზაციო სისტემები – 21,4 ათასი ლარი;
  6. წყლის სისტემის მოწყობა (მილებისა და ავზების შეძენა) – 93,7 ათასი ლარი;
  7. სარიტუალო დარბაზების მშენებლობა, მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა – 269,8 ათასი ლარი;
  8. გარე განათების მოწყობა – 5,5 ათასი ლარი;
  9. წისქვილების მოწყობა და აღჭურვა – 13,2 ათასი ლარი;
  10. სპორტული მოედნების მოწყობა –1,5 ათასი ლარი;

11 . კულტურის და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია – 21,7 ათ. ლარი;

  1. თავშეყრის ადგილების, გაჩერებების, მოსაცდელების მოწყობა – 23,1 ათ. ლარი;
  2. სასაფლაოების შეღობვა – 4,9 ათასი ლარი;
  3. სავარგულების, სათიბების და სხვა ობიექტების შემოღობვა – 0,2 ათასი ლარი;

16 . სხვა  სამუშაოები  – 8,2  ათასი ლარი.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში არსებული საბიუჯეტო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ -ების მომართვების თანხმად, 2014  წლის ნორმალური დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი თანხების გამოყოფა. მისივე თქმით, მიმდინარე საფინანსო წლის  გასული ცხრა თვის გეგმა-შესრულებიდან გამომდინარე  შესაძლებელია ამ ეტაპზე მუნიციპალიტემა აიღოს დამატებით ახალი ვალდებულებები დაახლოებით 250,0 ათასი ლარის ფარგლებში.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გაიზარდოს:

  • განათლების ხარჯები – 20,0 ათასი ლარით.

 აქედან:

– ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულება – 10,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი – 2,0 ათ. ლარი;
– სსიპ ბორის საჯარო სკოლა -პანსიონი – 5,0 ათ. ლარი;
– სსიპ კიცხის საჯარო სკოლა – 3,0 ათ. ლარი.

  • კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 48,2 ათასი ლარით.

 მ.შ. სპორტის განვითარებაზე 34.9  ათ. ლარი.

აქედან:

– ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრი – 15,0 ათ.ლარი;
– ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი – 5,0 ათ. ლარი;
– სპორტული მოედნის მოწყობა სოფ. ღარიხევში – 9,9 ათ. ლარი.
– ა(ა)იპ ,,საფეხბურთო კლუბი“ – 5,0 ათ. ლარი;

კულტურის განვითარება: 12,8  ათ. ლარი

აქედან:

– ა(ა)იპ ცენტრალური ბიბლიოთეკა – 1,5 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმი – 2,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ რ. თაბუკაშვილის სახ. ლიტ. თეატრი – 1,0 ათ. ლარი;
– ა(ა)იპ კულტურის ცენტრი – 3,0 ათ. ლარი.
– კინოთეატრის შენობაში ბუნებრივი გაზის შესაყვანად – 5,3 ათ. ლარი.

საგამომცემლო საქმიანობა – ა(ა)იპ ახალი ხარაგაული –  0,5 ათ. ლარი.

  • ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 15,0 ათასი ლარი.

აქედან:

– ა(ა)იპ ხარაგაულკეთილმოწყობა – 8,0 ათასი ლარი;
– ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავება – 7,0 ათ. ლარი;
– სახანძრო-სამაშველო სამსახური – 10,0 ათასი ლარი;
– სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 3,0 ათასი ლარი;
-მუნიციპალიტეტის გამგეობა – 12,4 ათასი ლარი, მათ შორის 5.0 ათასი ლარი კონკურსის მოსაწყობი ხარჯების გასაწევად და 7,4 ათასი ლარი ინტერნეტის ახალი ხაზის მოსაწყობად;
-სოციალური პროგრამები – 117.7 ათასი ლარი, მათ შორის:
– სათნოების სახლი – 5,0 ათასი ლარი.
– სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 35,0 ათასი ლარი;
– სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობა და დახმარება –  74.0 ათ. ლარი;
– ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება – 3.7 ათ. ლარი.

8განათების ხარჯები – 4,7 ათ. ლარი. მ. შ.

– ელექტრო დაერთების ხარჯები ტ/ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში – 1,8 ათასი ლარი;
– ელექტრო დაერთების ხარჯები სარიტუალო დარბაზებში – 1,0  ათასი ლარი;
– ელექტრო ენერგიის ღირებულება – 1,9 ათასი ლარი;

  • სხვა დანარჩენი პროექტების დასაფინანსებლად – 19,0   ათასი ლარი.

მათ შორის:
– სარიტუალო შენობის მოწყობის დასრულება სოფელ მარელისში – 5,0 ათასი ლარი;
– სოფელ ვახანში წისქვილის მოწყობა – 4,0 ათასი ლარი;
– შპს „ხარაგაული -2011“ – 10,0 ათასი ლარი.

ბიუროს წევრის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თორნიკე ავალიშვილისთვის საბიუჯეტო ცვლილებებიდან ზოგი საკითხი მისაღებია, ზოგი – არა. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ბიუროს სხდომაზე ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ დეტალურ ინფორმაციას თავიანთი საჭიროებების შესახებ. „განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 250 ათასი ლარის ხარჯი ერთ თვეზეა გაწერილი და შეიძლება ბიუჯეტში კიდევ შევიდეს ცვლილება, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა, – ეს თანხა ჯარიმებიდან არის შემოსული. ჯერ არ ვიცით, შემდეგ თვეებში რა შემოსავლები გვექნება. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ჯარიმებზე. ეს ხარჯები წინასწარ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი. ჯარიმებიდან რომ არ შემოსულიყო თანხა, საიდან ვაპირებდით აღებული ვალდებულებების გაცემას. წინასაარჩევნოდ გაიზარდა შტატები და დღეს ის ადამიანები დამოკიდებულნი არიან იმ ხელფასებზე. რომ არა ჯარიმები, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდებოდით. ნისიად ხომ არ იმუშავებენ ადამიანები, როგორც ახლა ფეხბურთელები თამაშობენ. ამით ჩვენ ვანგრევთ ხარაგაულის ბიუჯეტს და სამსახურებს.“

საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თქმით, საჭიროა უფრო მეტად კონკრეტული ინფორმაცია დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით.

ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილს დაევალა, რომ კომისიის სხდომაზე მოიწვიოს ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები, რომლებიც დამატებითი დაფინანსების საჭიროებას დაასაბუთებენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა დღეს, 16 საათზე გაიმართება.

საბიუჯეტო ცვლილება ბიუროს წევრებმა 15 ოქტომბერს რიგგარეშე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

ნინო კაპანაძე