

რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი გრძელდება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს 64 ბიბლიოთეკას 450 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. 24 გამომცემლობა ბიბლიოთეკებს წიგნებს სპეციალურ ფასად შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში, ყველა ბიბლიოთეკა მის მიერ შერჩეულ წიგნებს ადგილზე, რეგიონებში მიიღებს.
ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით ხორციელდება.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის, ინფორმაციით, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას უკვე გაუზგავნეს მკითხველებისაგან ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ჩამონათვალი.
„ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის წლევანდელი ბიუჯეტში წიგნადი ფონდის განახლებისათვის, ამის გარდა, დაახლოებით 1000-1500 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით მუშაობის განახლებამდე წიგნებს შევიძენთ, უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარკებები შესაბამის გამომცემლობებთან“, – ამბობს ნკოლოზ მაჭავარაიანი.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ფუნქციონირების განახლებისათვის პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება. ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, მუშაობას განახლების ნებართვას, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში მიიღებენ.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ოსვენციმის (აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკი
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
22-24 იანვარს თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.