

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა შრომის პირობების ინსპექტირების გავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
„ინსპექტირებას მუზეუმში, ბიბლიოთეკასა და თეატრში ადგილობრივი ინსპექტირების ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის შემდგომ ჩაატარებს. ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – ამბობს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი.
შრომის პირობების ინსპექტირების ადგილობრივი კომისიის წევრი ალეკო ტაბატაძე ამბობს, რომ ორგანიზაციებში, ძირითადად, დეზობარიერებსა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ორგანიზაცია ფასდება.
თუ ორგანიზაციაში ამ მიმართულებით, რაიმე ხარვეზები გამოვლინდა, შესაბამისი მითითებები გაიცემა. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეგზავნება. ამის შემდგომ კი სამინისტრო ორგანიზაციაში მუშაობის განახლების ნებართვას გასცემს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაგზავნილი დოკუმენტაციის დასამუშავებლად 5-7 დღე სჭირდება.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია, როგორც კი კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მუშაობის განახლების ნებართვას მოიპოვებს, დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ფოტოზე: ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა
1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ოსვენციმის (აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკი
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
22-24 იანვარს თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO),