
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებისთვის მიმართვას ავრცელებს.
უწყება მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, რომ ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ.
ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.
ამავდროულად, მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის, უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის რაოდენობის დადგენისა და ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ყოველდღიურად ტარდება მონიტორინგი. წელს მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადასარჩენად, მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და მოსახლეობის, ფერმერების ჩართულობა.
ხარაგაულში, ჯერჯერობით ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება არ იწყება. მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაროსანას გავრცელების დონის დასადგენად მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს და მავნებლის გავრცელების ცხელი კერები, რომლებზეც შესაბამისი სადგურებია განთავსებული ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
სააგენტოს ცნობით, დამატებითი ინფორმაციის მიღება ფერმერებს ცხელ ხაზზე შეეძლებათ: 1501
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის