სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ტყისპირა ზოლებში უკვე დამონტაჟდა ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
ცივი წესის დამუშავების პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სადგურები განთავსებულია არაყვავილოვან, არანაყოფიერ მცენარეებზე, დასახლებიდან მოშორებულ ადგილებზე. სადგურები ტყიდან გამოსულ მავნებელს იზიდავს, შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელი სადგურებს შესაბამისი წამლით ამუშავებს.
ნინო სახვაძის თქმით, მთელ მუნიციპალიტეტში ფაროსანა მეტნაკლებად ყველგან ფიქსირდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით მავნებლის რაოდენობა შემცირებულია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ივნისის მონაცემებით, ამ დროისთვის ცივი შესხურების ტექნოლოგიით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ტერიტორიაზე უკვე დამუშავდა 7323 ათასი ჰექტარი ფართობი, სოფლებსა და ტყისპირა პერიმეტრებზე დამონტაჟებულია 13 780 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სადგურებზე 41350 ფერომონია განთავსებული, ხოლო თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლითი სამუშაოები 630 ჰექტარზეა ჩატარებული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება თერმული ნისლის გაშვება ხარაგაულში. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოსახლეობა თერმული ნისლის გაშვების შესახებ შეტყობინებას 24 საათით ადრე, მობილურ ტელეფონებზე სმს-ის სახით მიიღებს.
თამარ ჩხიკვაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი