

ხარაგაულის მერის, ნიკო თოფურიძის, გადადგომასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადების ცნობად მიღებას საკრებულოში ხმაური მოჰყვა.
საკრებულოს სხდომის დღეს ჩატარების წინააღმდეგი იყო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „შენების მოძრაობიდან“ მიხეილ ჭიპაშვილი. მან განაცხადა, რომ საკრებულო არ არის უფლებამოსილი, რიგგარეშე სხდომა ასეთი დაჩქარებული წესით ჩაატაროს.
„ორი საათით ადრე მითხრეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდებოდა. როგორ მოვასწრო ორ საათში საკრებულოში მოსვლა და თან საკითხების სრულყოფილად გაცნობა?! ამიტომ არ მოგცემთ სხდომის ჩატარების უფლებას“, – აღნიშნა მიხეილ ჭიპაშვილმა.
მისი ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს, ხოლო მეორე საკითხის – სოფელ ხევში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ – განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადეს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის