2020 წლის მარტიდან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ექვსმა არჩეულმა მერმა თანამდებობა დატოვა.
მათ შორისა ხარაგაულის გადამდგარი მერი ნიკო თოფურიძეც.
პოსტის დატოვების მიზეზებზე თავად ყოფილი მერები არ საუბრობენ. ექსპერტები განმარტავენ, რომ ისინი თანამდებობებიდან ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით წავიდნენ.
რასთან გვაქვს საქმე, რა საფრთხეს უქმნის თვითმმართველობის განვითარებას ასეთი პროცესები, – ამ შეკითხვით თვითმმართველობის ექსპერტს, ირაკლი მელაშვილს მივმართეთ.
– ცენტრალური ხელისუფლება ერთიანი საარჩევნო მანქანის შესაქმნელად ემზადება და თვითმმართველობებს რეგიონულ განყოფილებებად, საკუთარ ფილიალებად მოიაზრებს, – ამბობს ირაკლი მელაშვილი, – „ქართული ოცნება“ ცდილობს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებად ისეთი პირები მოიყვანოს, რომელთა „ცოდნასა და გამოცდილებას“ არჩევნებში უკეთ გამოიყენებს.
მერის არჩევითობა ფორმალობად იქცა. თვლიან, რომ ის არის ანგარიშვალდებული არა მოსახლეობის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. შესაბამისად, ასე უდგებიან მათ შეცვლასაც.
რეალურად, არჩეული მერი ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მერის არჩევითობას აზრი ჰქონდა მაშინ, თუ მას პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისთვის ფინანსური რესურსები ექნებოდა. პირდაპირი წესით არჩეულ მერს გარე განათების ნათურის შეცვლაც არ შეუძლია ცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსების გარეშე. ამის ნათელი მაგალითია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ასეთ ვითარებაში მერები ხელ-ფეხშეკრულები არიან.
ეს სისტემა თუ არ შევცალეთ, არაფერი გამოგვივა. უნდა შევცალოთ იმით, რომ თვითმმართველობის საკითხები აქტუალური გახდეს, მხოლოდ 2-3 ექსპერტის საბრძოლველი და სალაპარაკო არ იყოს.
თვითმმართველობის განვითარება არც ერთი პოლიტიკური პარტიის ძირითადი ლოზუნგი და თემა არ არის. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ბატალიებში საზოგადოებისთვის აქტუალური გახდეს.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში მობრუნდება და ქვეყნის სამართავად ზუსტად იმ ბერკეტებს შეინარჩუნებს, რომელიც ჯერ თავად შექმნა 2003-2012 წლებში და რომელიც შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეცვალა.
ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის მართვის სისტემაში ვიმყოფებით, უკვე 30 წელია, და ეს ყველაფერი ძალოვანი სტრუქტურებიდან მკაცრად კონტროლდება.
ეს მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, რადგან საყოველთაო გაკონტროლების სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური პრობლემების დაძლევა.
პირველ რიგში, საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ჟურნალისტებმა, კარგად უნდა გაიაზრონ, რომ სანამ ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა არ იქნება, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი