

ხარაგაულში ღორეშისა და გედსამანიის საბავშვო ბაღებისთვის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მშენებელ ორგანიზაციათა წინადადებების მიღება 6 ივლისს დასრულდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ღორეშის საბავშვო ბაღში სექტემბრიდან მეორე ჯგუფის გახსნას აპირებს. სწორედ მეორე ჯგუფისთვის განსაზღვრული ოთახებია გასარემონტებელი საბავშვო ბაღის შენობის პირველ სართულზე.
ამ ოთახების სარეაბილიტაციოდ ტენდერი 26 147 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში სამშენებლო კომპანიამ „რომი“ 23 ათასი ლარი დააფიქსირა.
ერთი წელია, რაც გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. სექტემბრიდან ამ ჯგუფის ბაზაზე საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, რისთვისაც სკოლის შენობაში ოთახები უნდა გარემონტდეს.
მშენებელი ორგანიზაციის შესარჩევი ტენდერი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 16 394 ლარზე გამოაცხადა. სამშენებლო კომპანიამ „რომი“ 13 116 ლარი დააფიქსირა.
ორივე ტენდერში ხელშეკრულებების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
ფოტოზე – ღორეშის საბავშვო ბაღში, 2017 წ.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს