
სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ახორციელებს.
მიმდინარე წლისთვის, უკვე ვაქცინირებულია 806 244 სული დაავადების ამთვისებელი (მსხვილფეხა, წვრილფეხა კენტჩლიქიანი) ცხოველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ავთო ვეფხვაძის თქმით, ხარაგაულში ცხოველები ჯილეხზე არ აიცრება, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯილეხის კერები არ დაფიქსირებულა.
„ვინაიდან, დაავადების გავრცელების რისკი მუნიციპალიტეტში არ არსებობს, ვაქცინაციაც არ ჩატარდება“, – ამბობს ავთო ვეფხვაძე.
მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს შინაური ცხოველების აცრის პროცესი და ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 2400 სულამდე ძაღლი და კატა არის პროფილაქტიკის მიზნით აცრილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჯილეხის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაავადების გამოვლინების კლების ტენდენცია აღინიშნება და 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, შემთხვევები ცხოველებში 98%-ით, ხოლო ადამიანებში 87%-ით არის შემცირებული.
თამარ ჩხიკვაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის