

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რებილიტაცია დაიწყო.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის სოსო ფოფხაძის თქმით, ხარაგაულში სატყეო ოფისი უკვე რეაბილიტირებულია. ადგილობრივი სამსახური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნციონირებას და დაინტერესებულ პირთათვის მიღების დღე სამშაბათია.
მისივე თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2020 წლისთვის ხევის ტერიტორიაზე ერთი საქმიანი ეზო მოეწყობა.
ამ დროისთვის უკვე დაწყებულია სოციალური ტყეკაფების გამოყოფა. ხარაგაულის სატყეო უბანზე თანამშრომლების დამატება იგეგმება. ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
თამარ ჩხიკვაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,