
მაისის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ დაამტკიცა და 1999 წელს მიღებული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა.
კოდექსის განახლებული ვარიანტი სრულად 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ტყეებზე საკუთრების უფლება დადგინდება. კოდექსის მეცხრე მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის ფონდის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქო, აგრეთვე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
„ტყის კოდექსი“ წელსვე მუნიციპალიტეტებში ე.წ. საქმიანი ეზოების შექმნას ითვალისწინებს, საიდანაც მოსახლეობა საშეშე და სამასალე მერქანს ხელსაყრელ ფასებში შეიძენს.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმიანი ეზოების მოწყობა დიდვაკესა და ხევში იგეგმება.
სოსო ფოფხაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით ხევში საქმიანი ეზო ამ ზაფხულიდან ამოქმედდება. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობა ადგილზე საშეშე მერქნის შეძენას შეძლებს, ხოლო სამასალე მერქანი, ჯერჯერობით, ისევ აუქციონით გაიყიდება.
საქმიან ეზოში ერთი კბმ საშეშე მერქანი 80-90 ლარი ეღირება.
საქმიანი ეზოს ამოქმედებამდე სატყეო მეურნეობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. სოსო ფოფხაძე ამბობს, რომ უკვე გახსნილია წიფის, მოლითისა და ვარძიის სატყეო უბნების ტყეკაფები. საშეშე მერქნის მოპოვება არა მარტო ამ სამი სოფლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლეობასაც შეუძლია.
მოქალაქემ საშეშე მერქნის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს ტყის მცველს, რომელიც მის უბანს ემსახურება. ტყის მცველი მას ტყეკაფის ნომერს მისცემს. ამის შემდეგ მოქალაქე ბანკში გადაიხდის თანხას (ერთი კბმ რცხილა და წიფელა – 6 ლარი, მურყანი – ხუთი ლარი) და შესაბამის ქვითარს წარუდგენს ტყის მცველს, რომელიც მას შეშის ტრანსპორტირების უფლების დოკუმენტს მისცემს.
ერთ ოჯახს 7 კბმ საშეშე მერქანის მოპოვების უფლება აქვს, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს – 15 კბმ შეშის.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის