ხარაგაულელი ანა დეკანოსიძე შემოდგომის სემესტრს ბუქარესტის უნივერსიტეტში გაატარებს. რუმინეთიდან სწავლის გაგრძელებაზე თანხმობის წერილი მან ახლახან მიიღო.
ამჟამად ანა კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრს გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერისტეტში გადის. ის გერმანიაში სწორედ მაშინ გაემგზავრა, როცა ევროპაში ეპიდსიტუაცია გართულდა და სწავლა იზოლაციის პირობებში ქვეყნიდან შორს, ქალაქ ოდერის ფრანკფურტში მოუწია.
ბუქარესტის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსი ანა დეკანოსიძემ გერმანიიდან, დისტანციურად გაიარა.
„სტიპენდიას რომ მეორედ მოიპოვებ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი სიხარულის გრძნობა გეუფლება. სასიამოვნო მოლოდინი მაქვს. მგონია, რომ ეს სემესტრი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან ეს სასწავლო კურსი იუნესკოს სპეციალური პროგრამაა. რუმინელ ლექტორებთან ერთად, ფრანგი და გერმანელი პროფესორებიც გვასწავლიან. ვიმედოვნებ, მომავალ სემესტრში მაინც სწავლა დისტანციურად აღარ მოგვიწევს“, – ამბობს ანა.
ანა რუმინეთში გამგზავრებამდე გერმანიიდან საქართველოში უნდა დაბრუნდეს. რუმინეთში გამგზავრების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა ბუქარესტის უნივერსიტეტში სწავლას, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყებს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ანა დეკანოსიძეს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
თამარ ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი