

ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება, ჯერჯერობით, არ იწყება.
ამის შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ უთხრა.
ხარაგაულში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები 20 ივნისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო .
ლაშა შალამბერიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით, მავნებლის გავრცელება იმ ოდენობის არ არის, რომ თერმული ნისლით დამუშავება დაიწყოს.
„ახლა მავნებელი მიგრაციაშია და როცა შედარებით აცივდება, ფაროსანას დიდი რაოდენობაც დაფიქსირდება. დამუშავებასაც სწორედ მაშინ დავიწყებთ. ეს პროცესი ტემპერატურაზეა დამოკიდებული, თერმული ნისლის გაშვებისას ქარი და წვიმაც არ უნდა იყოს. შეიძლება ზეგ ან ათ დღეში დავიწყოთ დამუშავება. წინასწარ ვერ გეტყვით. ეს პროცესი 24 საათით ადრე იგეგმება და უფრო ადრე ცნობილი ვერ იქნება“, – ამბობს ლაშა შალამბერიძე.
ფაროსანას წინააღმდეგ გეგმიური შეწამვლითი სამუშაოები ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მავნებლის გავრცელების შესაფასებლად მონიტორინგი მიმდინარეობს.
მოსახლეობა თერმული ნისლის გაშვების შესახებ ინფორმაციას ერთი დღით ადრე, მობილური ტელეფონებით მიიღებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცივი შესხურების ტექნოლოგიით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ტერიტორიაზე უკვე დამუშავდა 7323 ათასი ჰექტარი ფართობი, სოფლებსა და ტყისპირა პერიმეტრებზე დამონტაჟებულია 13 780 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“. სადგურებზე 41350 ფერომონია განთავსებული, ხოლო თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლითი სამუშაოები 630 ჰექტარზეა ჩატარებული.
თამარ ჩხიკვაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის