ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 ივნისისთვის ფაროსანას წინააღმდეგ დაანონსებული შეწამვლითი სამუშაოები გადაიდო.
ეს ინფორმაცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლაშა შალამბერიძისგან მოვიპოვეთ.
ამ დროისთვის, რეგიონში ფაროსანას გავრცელების დონის დასადგენად, მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს და ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაცია მალე განახლდება. მოსახლეობა თერმული ნისლის გაშვების შესახებ შეტყობინებას, 24 საათით ადრე, სატელეფონო sms-ით მიიღებს.
„ჩვენ ყველა წერტილში გვაქვს განთავსებული ფერომონიანი მოსაზიდები და ამით ვაკვირდებით ფაროსანას გავრცელებას. მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებში“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ნინო სახვაძე და განმარტავს, რომ ამ დროისთვის, ძირითადად, ფაროსანა ტყისპირა ზოლებში შეინიშნება.
ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო ტყისპირა ზოლებში ე.წ. „მოზიდე და მოკალი“ სადგურებს აინსტალირებს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ცივი წესით დამუშავდება.
ცივი წესის დამუშავების პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სადგურები განთავსებულია არამსხმოიარე, არანაყოფიერ ხეზე, დასახლებიდან მოშორებულ ადგილებზე. სადგურები ტყიდან გამოსულ მავნებელს იზიდავს, შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელი სადგურებს შესაბამისი წამლით ამუშავებს. გასულ წელს ამ მეთოდმა ძალიან კარგად გაამართლა“, – ამბობს ნინო სახვაძე.
მისივე თქმით, ხარაგაულში მავნებლის რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია და ტემპერატურის გამო, ჯერჯერობით, ფაროსანა არ ჩანს.
ფაროსანას შესახებ თერმული ნისლის გაშვების განრიგის ნახვა და დამატებითი ინფორმაციიის მიღება შეგიძლიათ ბმულზე http://farosana.ge/ ან ტელეფონის ნომერზე: 591 11 34 72
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი