

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შვიდ სკოლაში სველი წერტილების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე სამშენებლო კომპანიების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
ამჟამად ხელშეკრულება მზადდება ორ მშენებელ ორგანიზაციასთან – შპს „TU-KA“-სთან და ამხანაგობასთან „აისი“.
შპს „TU-KA“ 33 400 ლარად ვაშლევის სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციას, აპირებს, ბორითის სკოლაში სსმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და სველი წერტილის რეაბილიტაციას – 89 800 ლარად;
ამხანაგობა „აისი“ წიფის სკოლაში სველი წერტილების მოწყობას 33 382 ლარად გეგმავს.
მშენებელი ორგანიზაციების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს ვარძიის, ვახანის, ლაშის და ბაზალეთის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად.
ყველა სკოლაში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სკოლების რეაბილიტაციისათვის 410 ათასი ლარი გამოეყო.
ფოტოზე – ვახანის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,