ცენტრალური საარჩევნო კომისიის 8 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაჟორიტარული სისტემით №48/05 ვახანის საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკომ 2014 წლის 30 ოქტომბერს გასამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები განსაზღვრა.

სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა (50 ხელმოწერა) დადგინდა.

დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი.

გამოცხადდა კონკურსი №48 ხარაგაულის  საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად; საბუთები მიმდინარე  წლის 9 – 10 სექტემბრის  ჩათვლით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღება (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის მე-13 კმ.).

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 15 ივნისს ვახანში ჩატარდა მხოლოდ გამგებლისა და პროპორციული სისტემით არჩევნები.

ვახანში საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის ყველა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა და ამით თანასოფლელთა მხარდაჭერა გამოხატა.

ვახანის მოსახლეობა ორი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული თანასოფლელის, რეინჯერ მერაბ არევაძის, მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვდა.

ლაურა გოგოლაძე