ხარაგაულის სოფლებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება, სავარაუდოდ, 20 ივნისიდან დაიწყება.

ამის შესახებ ,,ჩემი ხარაგაულის” რედაქციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  ლაშა შალამბერიძე ესაუბრა.

ლაშა შალამბერიძე ხარაგაულელ მეფუტკრეებს მიმართავს და ამბობს, რომ მავნებლის წინააღმდეგ გაშვებულ თერმულ ნისლს არ უნდა ᲨეუᲨინდნენ.

,,24 საათით ადრე, სანამ თერმული ნისლით შეწამვლას დავიწყებთ, მოსახლეობას ტელეფონზე შეტყობინებები გადაეგზავნებათ. ზუსტად იქნება მითითებული წესები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. წამლობა მხოლოდ საღამოს საათებში განხორციელდება, როცა ფუტკარი სკაშია”, – ამბობს ლაშა შალამბერიძე და განმარტავს, რომ შარშან საქართველოში 300 000-ზე მეტი ჰექტარი დამუშავდა და ფუტკრის გაქრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

მისივე თქმით, ფუნქციონირებს საგანგებოდ ამ თემაზე შექმნილი ვებგვერდი farosana.ge, სადაც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული მონაცემი, თუ რომელ  მუნიციპალიტეტში, რა დროს არის  დაგეგმილი ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება. 

ლაშა შალამბერიძე ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მავნებელთან ბრძოლას, რის შედეგადაც ფაროსანას რიცხოვნობა და დაზიანებული კულტურების რაოდენობა მცირდება. ხარაგაულელ  ფერმერებს  კი კარგ მოსავალს უსურვებს.

Თამარ ᲩხიკვაᲫე