
მას შემდეგ, რაც სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრიდან „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ 15 ივნისიდან საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა ვერ აღდგება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრების გადაყვანას ან რა არის ამ მატარებლების მუშაობის განახლებაში ხელისშემშლელი მიზეზები.
15 ივნისიდან სამგზავრო მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ფოთი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებენ.
მატარებლის მგზავრებმა და მომსახურე პერსონალმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები უნდა დაიცვან.
კორონავირუსის პანდემიის გამო სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა, მესამე თვეა, შეზღუდულია.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის