ხარაგაულში, სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე, ახალი რკინიგზის მშენებლობისას მეწყერი განვითარდა.
მეწყერული პროცესები ზვარეში 2017 წლის მაისში დაიწყო. ახლახან კი დარგის ექსპერტების დასკვნით, ის ფართომასშტაბიანი დაძვრითი ტიპის გრანდიოზული მეწყერია.
ამის გამო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის – ქვიშხეთი-ზვარე-ზესტაფონის მონაკვეთის დასრულება – 2021 წლის ბოლომდე გადავადდა.
რამდენად უსაფრთხო იქნება ახალი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელება ზვარეში მცხოვრები მოსახლეობისა და გარემოსთვის, – ამ შეკითხვით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს მივმართეთ.
-ორი ძალიან რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ – ამბობს ნინო ჩხობაძე, – პირველ რიგში აუცილებელია მეწყერის სტაბილიზაცია, მეორე რიგში კი – პროექტის უსაფრთხოდ გაგრძელება.
ეს პროცესები ახლა ყველამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს – გარემოს დამცველებმა, თვითმმართველობამ, საზოგადოებამ. საქმე აქამდე ვერ მივიდოდა, გარემოს დაცვითი სტრუქტურები უფრო თანმიმდევრულები რომ ყოფილიყვნენ – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს ვგულისხმობ. მათგან მკაფიო მონიტორინგი და საჯარიმო სანქციები არ იყო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. განგაში სწორედ მათ უნდა ატეხონ და ამას მეტი ძალისხმევა სჭირდება. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივი მონიტორინგი.
უნდა გავაკონტროლოთ ყველაზე მნიშვნელოვანი – როგორ მოხდება მეწყერის სტაბილიზაცია. მშენებელი კომპანია თავად შეასრულებს ამ სამუშაოებს თუ სხვას დაიქირავებს, ეს მისი გადასაწყვეტია. მთავარია, სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს.
ახალი რკინიგზის – ქვიშხეთი-ზვარე-ზესტაფონის მონაკვეთის მშენებლობა 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი