

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლომდე გადავადდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზას“ პრესცენტრიდან მოვიპოვეთ.
„საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის გადავადების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ხარაგაულში, სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე განვითარდა საშიში გეოლოგიური პროცესი, რომელიც დარგის ექსპერტების მიერ კლასიფიცირდება, როგორც ფართომასშტაბიანი დაძვრითი ტიპის გრანდიოზული მეწყერი. ამის გამო სარკინიგზო ხაზი არსებული კორიდორის მოპირდაპირე მხარეს ხიდის საშუალებით გადავა.
ცვლილება შეეხო სადგურ მოლითის ტერიტორიას, რადგან ეს შენობა კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსს ატარებს.
ამიტომ კონტრაქტორს ალტერნატიული საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება დაევალა.
ახალი რკინიგზის – ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთის მშენებლობა 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. რკინიგზის მშენებლობის გამო ზვარეში მეწყერული პროცესები 2017 წლის მაისში დაიწყო.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: მეწყერი ზვარეში, 2017 წ.
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება