
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს.
მისი შეფასებით იმერეთში ნორმალური, მშვიდი სიტუაციაა – გუშინ 200 ახალი ლაბორატორიული ანალიზი გაკეთდა და ყველა პასუხი უარყოფითია.
„კარანტინში 180 ადამიანი რჩება, ხოლო დღეს ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში 70 პირს შეიყვანენ. ესენი საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან სახმელეთო ტრანსპორტით დაბრუნებული მოქალაქეები არიან“, – ამბობს გოჩა გიორგიძე.
რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. სოფელ მაქათუბანში მცხოვრებ 12 პირსა და სომხეთიდან შემოსულ ორ მძღოლს ლაბორატორიული კვლევის შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
18 მაისიდან კარანტინში ერთი ხარაგაულელი იმყოფებოდა. საკარატინე ზონაში მანაც დატოვა.
ნინო კაპანაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის