

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, კარანტინშია გადაყვანილი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, აღნიშნულმა პიროვნებამ 18 მაისს თბილისიდან ზესტაფონელ ადამიანთან ერთად ტაქსით იმგზავრა. ზესტაფონელ პიროვნებას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
„დღეს მაქათუბანში ვიყავი და ამ პიროვნების ყველა შესაძლო კონტაქტი მოვიძიე. 12 პიროვნება თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მაქათუბნელ პირს მგზავრობის განმავლობაში პირბადე ეკეთა. მას, ჯერჯერობით, ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. ინფიცირებული ზესტაფონელი მამაკაცი 17 მაისს სომხეთიდან „ტრაილერით“ ჩამოვიდა. ის ამ სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ