
იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ჩუტკერაშვილის, ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ვერ მოხერხდა.
„შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, უფასო იურიდიული სამსახურის ამოქმედებისათვის მუშაობას გავაგრძელებთ, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედება ხარაგაულში, სავარაუდოდ, ივლისიდან იგეგმება.
მუნიციპალიტეტებში იურიდიული მომსახურების საკონსულტაციო ცენტრი მოქალაქეებისათვის მხოლოდ კონსულტაციების გაწევას ითვალისწინებს. ასეთი ცენტრები იმერეთის რეგიონში, ჭიათურასა და საჩხერეშია გახსნილი.
რაც შეეხება იურიდიული დახმარების ბიუროებს, რომელიც იმერეთის რეგიონში მხოლოდ ქუთაისსა და ზესტაფონში ფუნქციონირებს, აქ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებით ყველანაირ სამართლებრივ საკითხებზე“, – ამბობს ნინო ჩუტკერაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე იურიდიული დახმარების სამსახურის ამოქმედება მაისიდან იგეგმებოდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის