

ხარაგაულში მაისიდან უფასო იურიდიული მომსახურების ბიურო ამოქმედდება.
ეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტ თამარ კუპატაძისგან მოვიპოვეთ. მისი ინფორმაციით, წელს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ოცდაათზე მეტი უფასო იურიდიული მომსახურების ბიუროს გახსნა იგეგმება.
ხარაგაულში ეს სამსახური ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსდება.
„ჩვენი სამსახური, ძირითადად, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, შუამდგომლობა) შედგენაში ეხმარება; ასევე – ბრალდებულს, მსჯავრდებულსა თუ გამართლებულს, – სისხლის სამართლის პროცესებზე ინტერესების დაცვაში; მოქალაქეებს – ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით.
დახმარების პროცესში ვითვალისწინებთ პირის უნარებს, თუ რამდენად შეუძლია სასამართლოზე საკუთარი ინტერესები დაცვა. ჩვენი უფასო იურიდიული სამსახურის მომსახურებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მხარდაჭერის მიმღებ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირებს“, – ამბობს თამარ კუპატაძე.
ამჟამად უფასო იურიდიული მომსახურების ბიუროები, იმერეთის რეგიონში მხოლოდ ქუთაისსა და ზესტაფონში ფუნქციონირებს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან