

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის ტელეპროექტი „რჩევები მშობლებს“ 9 მაისიდან პირველი არხის ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გადის.
განათლების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით თორმეტი ტელეგადაცემა შეიქმნა.
პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ტელეგადაცემის თემები უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მიღწევას, მორგებულია სკოლამდელი ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებზე და ორიენტირებულია ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
გადაცემაში გვთავაზობენ რეკომენდაციებსა და მრავალფეროვან აქტივობებს სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელების მშობლებისათვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება.
თამარ ავალიშვილი მშობლებს მოუწოდებს, რომ არ გამორჩეთ პირველი არხზე, შაბათ-კვირას გადაცემა „რჩევები მშობლებს“, რომელიც ეთერში 13:00 საათიდან გადის.
ნინო კაპანაძე
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა