

ავტომობილით მხოლოდ სამი ადამიანის ტრანსპორტირებაზე დაწესებული მოთხოვნა ხვალიდან, 23 მაისიდან, გაუქმდება, – ამის შესახებ, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის მოხსნა ტაქსებს არ ეხებათ. ტაქსით, მძღოლის ჩათვლით, მხოლოდ 3 პირი უნდა მგზავრობდეს. ასევე ძალაში რჩება მოთხოვნა, რომ ტაქსით მოსარგებლე ორი მგზავრი უკანა სავარძლებზე უნდა ისხდნენ.
მიუხედავად ამ შეზღუდვის გაუქმებისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერ ვერ ამუშავდება, რადგან ეს ჩვენს პირობებში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, 23 მაისიდან, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე
საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ,
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის