დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აუცილებელი ტესტირების ჯგუფებს, შესაძლოა, ტრაილერის მძღოლებიც დაემატონ. ამაზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს და ლოჯისტიკური სქემა ლაგდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბნიდან კარანტინში დღეს გადაყვანილ პიროვნებას კონტაქტი სომხეთიდან საქართველოში ჩამოსული, „ტრაილერის“ კოვიდინფიცირეულ მძღოლთან ჰქონდა. 

„ტრაილერის მძღოლების ტესტირებით შესაძლებელი იქნება, თავიდან ავიცილოთ გავრცელების შესაძლო შემთხვევები. მოგეხსენებათ, მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია არასახარბიელოა. 

დღესაც მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის სტრუქტურებთან, ეს არის საბაჟოსა და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამისი სამსახურები. საუბარია არა ტრანზიტულ, არამედ იმ მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში რჩებიან“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს შემდეგი სამზინე ჯგუფების ტესტირება: ცხელებისა და კორონავირუსის მიმღები კლინიკების ბენეფიციარების,  სხვა სტაციონარების თანამშრომლების, „ემერჯენსის“ თანამშრომლების, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების, სხვა სტაციონარის პაციენტების, რომელთაც  ცხელება ან პნევმონია აღენიშნებათ, სასწრაფოს თანაშრომლების, თვითოზალიციაში მყოფი რისკჯგუფების, თავშესაფრების ბენეფიციარების, საკარანტინო სივრცის პერსონალის, საკარანტინო სივრციდან გამოსული ადამიანების, საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების თანამშრომლების, ეპიდემიოლოგიური სამსახურისა  და  ლაბორატორიების თანამშრომლების. 

თამარ ჩხიკვაძე